ქალთა გარემო – ქალთა აქტივობის სფეროები სოფლის ტერიტორიაზე. ქართულ –პოლონური გამოცდილება
პროექტი გამიზნულია საქართველოს ორი რეგიონის ლიდერი ქალებისათვის იმერეთიდან ( თერჯოლა, ტყიბული ) კახეთიდან .
პროექტის მიზანია :
1.აქტიური ქალების პოტენციალის გაძლიერება თერჯოლისა და ტყიბულის რაიონებში
2.პოლონური გადაწყვეტის პრეზენტაცია საკითხისა , რომელბიც ეხება ქალთა საქმიანობას და აქტიურობას სოფლებსა და პატარა ქალაქებში .
3.აზრების გამომუშავება პროექტებზე ,რომლებიც დაკავშირებულია ქალთა აქტივობასა და თერჯოლის , ტყიბულის ადგილობრივ საზოგადოებასთან.
პროექტი მოიცავს შემდეგ ელემენტებს :
1) სასწავლო ვიზიტი ქვემო სილეზიაში ( ბარიჩის ველი , შკლარსკა პორემბა, შუა ოდრის ველი)– 11 მონაწილე
მთავარი თემები
* ქალთა ინიციატივები- აგროტურისტიკა და აგრეთვე ადგილობრივი პროდუქტის განვითარება,როგორც ქალთა მეწარმოების ფორმა სოფლად და აგრეთვე ადგილობრივი საზოგადოების აქტივობის ელემენტი.
* ქალთა აქტივიზაცია სოფლად,კვალიფიკაციის ამაღლება , ინტეგრაცია , საზოგადოებრივი და კულტურული აქტივობა პატარა ამხანაგობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საფუძველზე ,
2) კონსულტაციები
1. საქართველო –ვიზიტის მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტყიბულის განვითარების ფონდის უფასო კონსულტაციებით იმ პროექტების დასამუშავებლად (დასახვეწად ) ,რომელიც მოამზადეს პოლონეთში ყოფნის დროს. ასევე ტყიბულის განვითარების ფონდი ხელს შეუწყობს საუკეთესო პროექტის რეალიზაციისთვის ფულადი სახსრების მოძიებაში.
2. პოლონეთი – FER–ის თანამშრომლები უზრუნველყოფენ კონსულტაციებს იმ ორგანიზაციებისა და ინიციატივებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ითანამშრომლონ საქართველოსთან:
* ინფორმაცია დაფინანსების შესაძლო წყაროების შესახებ
* დახმარება ენაში
* სიტუაცია საქართველოს შიგნით: მოთხოვნები,თანამშრომლობის პრიორიტეტები
* აზრების დამუშავება (განვითარება).
3) სტაჟირება 5 გამორჩეული ლიდერისათვის –სასწავლო ვიზიტის ყველაზე აქტიური მონაწილეებისათვის. სტაჟირებას გაივლიან არჩეულ ორგანიზაციებში.
4) ბლოგი (ბაბსკი ოგრუდეკი ) ანუ ქალთა გარემო, – პროექტის რეალიზაციის დროს დაარსებული იქნება ბლოგი , რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროექტის თემაზე, ქალთა ინიციატივებს ,რომლებიც მოქმედებენ ქვემო სილეზიაში და საქართველოს შერჩეულ რეგიონებში. დამატებით ბლოგში შესული იქნება ინფორმაცია პროექტის დაფინანსების შესახებ, გამოყენებული იქნება , როგორც კონტრაქტებისა და აგრეთვე შემდგომი გეგმიური საქმიანობის შესახებ ძირითადი ინფორმაციის გაცვლის ადგილი.
პროექტის შედეგები და მიზნებია:
1. გამოცდილების გაზიარება პოლონელ და ქართველ ლიდერებს შორის
2. ქართული და პოლონური გამოცდილების პრეზენტაცია (წარდგენა) სოფლებსა და პატარა ქალაქებში;
3. სულ ცოტა 4 პროექტის დამუშავება ,რომლებიც ეხება ადგილობრივი საზოგადოების აქტივიზაციას ტყიბულსა და თერჯოლაში;
4. 10 ქართველი ლიდერი ქალი , რომლებიც გაეცნობიან აქტივიზაციის მიგალითს პოლონეთში;
5. 5 ქართველი ლიდერი ქალი მიიღებს გამოცდილებას სტაჟირების დროს;
6. ქართული კულტურის პრეზენტაცია ვოლოვში;
7. ქვემო სილეზიის ადგილობრივი ლიდერები გაეცნობიან საქართველოს სოფლის სიტუაციას;
8. კონტაქტების დამყარება საქართველოსა და პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებს შორის.
პროექტი დაფინანსებულია სტეფან ბატორის სახ. ფუნდაციის სახსრებითბით.
კონტაქტი:
კატაჟინა ზარემბა : katarzynaz@eko.org.pl
ტელ. +48 726 37 94 38
|